ანგელოზთა სიბრძნე ღვთიური სიყვარულის და ღვთიური სიბრძნის შესახებ #114

വഴി ഇമ്മാനുവൽ സ്വീഡൻബർഗ്

ഈ ഭാഗം പഠിക്കുക

  
/ 432  
  

114. სასუფეველში რომ უფლის არსებობა არამარტო ჩვეულებრივი მოვლენაა, არამედ ის თვით სასუფეველია, ეს იმიტომ რომ სიყვარული და სიბრძნე ქმნიან ანგელზოებს, ისინი კი ორივე ანგელოზებში უფალს ეკუთვნის; საიდანაც გამომდინარეობს, რომ უფალი არის სასუფეველი. რადგანაც ანგელოზები არიან ანგელოზები არა საკუთარით ანუ თავისით, გარეგნულად საკუთარი ზუსტად ისეთივეა როგორც ადამიანი საკუთარი, ანუ ბოროტება. ბოროტება რომ არის ანგელოზების საკუთარი ეს იმიტომ, რომ ყველა ანგელოზი ადამიანი იყო და ეს საკუთრება შეთვისებული აქვთ დაბადებიდან და მხოლოდ შორდება მას და იმისდა მიხედვით, თუ რამდენად შორდება, ისინი ითვისებენ სიყვარულს და სიბრძნეს ანუ უფალს. ყველას შეუძლია დაინახოს თუკი ოდნავ მაინც აამაღლებს თავის გონებას, რომ უფალი სხვაგვარად არ მკვიდრობს ანგელოზებში, ანუ როგორც თავისში, ანუ ტავის საკუთარში, რომელიც არის სიყვარული და სიბრძნე, და არავითარ შრმთხვევაში ანგელოზის კუთვნილში, რომელიც არის ბოროტება, რის გამოც მათგან ბოროტების მოშორების დონის მიხედვით, უფალი არის მათში, და ამ დონით არიან ისინი ანგელოზები. სასუფეველში თვით ანგელოზური არის ღვთაებრივი სიყვარული და ღვთაებრივი სიბრძნე; ანგელოზებში თავისი ყოფნით კი ეს ღვთაებრივი იწოდება ანგელოზურად; საიდანაც ასევე ჩანს რომ ანგელოზები არიან ანგელოზები უფლისგან და არა თავის თავიდან; და მაშასადამე იგივე შეიძლება ითქვას სასუფეველზე.

  
/ 432