436.ადამიანი რომ თავისი შინაგანი საწყისით არის სული, ეს მე გავიგე იმდენი მაგალითებით, რომ მათი აღწერა მთელ წიგნებს შეავსებდა.მე ვესაუბრებოდი სულებს, როგორც სული და ვესაუბრებოდი მათ როგორც ადამიანი საკუთარ სხეულში.პირველ შემთხვევაში ისინი მე მთვლიდნენ ისეთივე სულად და მხვდებოდნენ ადამიანის გარეგნობით, როგორშიც თვითონაც იყვნენ:ასეთი სახით წარუდგა მათ ჩემი შინაგანი საწყისი, იმიტომ რომ ჩემი ნივთიერი სხეული იყო მათთვის უხილავი, მაშინ როდესაც მათ ვესაუბრებოდი როგორც სული.


