435.ეს ყველაფერი აქ ითქვა იმაში დასარწმუნებლად, რომ ადამიანი თავისთავად არის სული, ხოლო სხეული, რომელიც მოეცა მას მოქმედებისთვის და სამსახურისთვის ბუნებრივ და ნივთიერ სამყაროში, არ არის ადამიანი, არამედ მხოლოდ იარაღია ამ სულისთვის.მაგრამ რადგანაც გონიერი დასაბუთება ბევრისთვის გაუგებარია, საპირისპიროში დარწმუნებულნი ამახინჯებენ მცდარი გრძნობების არასწორი დასკვნებით და ამით ეჭვი შეაქვთ, ამიტომაც აუცილებელია აქ გამოცდილების მტკიცებულება.ვისაც არ სჯერა სულის უკვდავებისა, ის ამბობს:ცხოველიც ცხოვრობს და გრძნობს ისევე როგორც ადამიანი, მასშიც ალბათ ისეთივე სულიერი საწყისია, და ამასთან ერთად ის კვდება სხეულთან ერთად.მაგრამ სულ სხვა თვისებებისაა ცხოველის სული, ადამიანისგან განსხვავებით. ადამიანს აქვს(რაც არ გააჩნია ცხოველს) სულის კუნჭულები, ანდა შინაგანი სულიერი საწყისი, უფლის ზეშთაგონებისთვის ხელმისაწვდომი, რომელსაც აზიდავს ამ საწყისს თავისამდე და აერთიანებს თავის თავთან.ამიტომაც აქვს ადამიანს უნარი, და არა ნახირს, იფიქროს ღმერთზე, ღვთაებრივზე ზეცაში, ეკლესიაზე და უყვარდეს ღმერთი, და შეუერთდეს მას ამ გაგებით.ხოლო რასაც შეუძლია შეუერთდეს უფალს, ის გაურღვეველია.ირღვევა მხოლოდ ის, რასაც არ შეუძლია უფალს შეუერთდეს.ადამიანის სულის კუნჭულებზე, როგორც მის უპირატესობაზე ცხოველებთან შედარებით, საუბარი იყო ზემოთ(თ. 39), თუმცა გავიმეორებთ აქ იმას, რომ გავფანტოთ მცდარი წარმდგენები, რომლებიც ემყარება არასაკმარის ცოდნას და გონიერებას, და მაშასადამე, საღ აზრს.აი სიტყვები ამ ადგილიდან:
“გავიხსენებ აქ ანგელოზის ერთ საიდუმლოზე, რომელიც აქამდე არავის გახსენებია, იმიტომ რომ არავინ იცოდა იმ დონეების შესახებ, რომელიც ნახსენებია თ.38_ში.თითოეულ ანგელოზში, ისევე როგორც ადამიანში არსებობს ყველაზე შინაგანი, უმაღლესი სულიერი დონე, ანდა ყველაზე მაღალი სულიერი საწყისი(რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ მისი სულის კუნჭული), მასზე ეფინება პირდაპირი და უახლოესი გავლენა ღვთაებრივი საწყისისა, რომელიც შემდეგ თითქოსდა ამ კუნჭულიდან განკარგავს ყველა სხვა შინაგან საწყისებს როგორც ანგელოზში, ასევე ადამიანში.ამ უმაღლეს შინაგან საწყისს, ანდა ამ სულის კუნჭულს, შეიძლება ვუწოდოთ უფლის შესასვლელი ანგელოზთან ან ადამიანთან ანდა მათში უფლის სამყოფელად.ეს კუნჭული აქცევს ადამიანს ადამიანად და განასხვავებს მას ნახირისგან და ცხოველისგან, რომლებსაც ეს სულის კუნჭულები არ გააჩნიათ.აი მიზეზი რატომაა რომ ადამიანს ცხოველისგან განსხვავებით შეუძლია თავისი სულის შინაგანი საწყისით და თავისი სულით ამაღლდეს უფლის მიერ თვით მის დონემდე, შეუძლია იწამოს მისი, უყვარდეს ის და ასეთნაირად უყუროს მას, შეუძლია მისგან მიიღოს გონიერება და სიბრძნე, ისაუბროს გონივრულად და ბოლოს ამის გამო იცოცხლოს სამარადისოდ.მაგრამ არც ერთ ანგელოზს არ შეუძლია ნათლად ჩასწვდეს, თუ რა ხდება მის კუნჭულში, როდესაც უფლის ბედისწერა მას განაგებს, იმიტომ რომ ეს მის ყველა წარმოდგენაზე და სიბრძნეზე მაღლა დგას.


