89. ჯერ ვთქვათ რა არის შესაბამისობა. მთელი ბუნებრივი სამყარო შესაბამისობაშია სულიეთან არამარტო ერთიანობაში არამედ ყველა თავისი ნაწილით, ამიტომ ყველაფერი რაც ბუნებრივ სამყაროშია არსებობს სულიერი სამყაროს გამო და იწოდება შესაბამისობად. უნდა ვიცოდეთ რომ ბუნებრივი სამყარო არის და არსებობს სულიერი სამყაროს გამო ზუსტად ისევე როგორც თავისი მიზეზის გამო. ბუნებრივ სამყაროდ იწოდება მზის ქვეშ არსებული მთელი სივრცე, რომელიც იღებს მისგან სინათლეს და სითბოს. ყველაფერი მისგან არსებული ეკუთვნის ამ სამყაროს. სულიერ სამყაროდ იწოდება ზეცა(სასუფეველი) და ყველაფერი მასში არსებული ეკუთვნის ამ სამყაროს.


