სამოთხე და ჯოჯოხეთი #382

Po Emanuel Swedenborg

Proučite ovaj odlomak

  
/ 603  
  

382. ნამდივლი ცოლ-ქმრული სიყვარული იმყოფეა ყველაზე შიდა ზეცაში იმიტომ, რომ ამ სასუფევლების ანგელზოები იმყოფებიან სიკეთისა და ჭეშმარიტების მეუღლეობაში და უმანკოებაში. დაბალი საფეხურის ანგელოზები ასევე იმყოფებიან ცოლ-ქმრულ სიყვარულში მაგრამ მხოლოდ მათი უმანკოების დონის მიხედვით, რამეთუ ცოლ-ქმრული სიყვარული თავისთავად არის უმანკოების მდგომარეობა. აი რატომაა რომ მეუღლეები რომლებიც ცხოვრობენ ცოლ-ქმრულ სიყვარულში, ტკბებიან ზეციური სიამოვნებებით, რომლებიც მათთვის წააგავს პატარა ბავშვების უმანკო თამაშებს. ისინი პოულობენ სიამოვნებას ყველაფერში, რამეთუ მათი ცხოვრების ყველა წვრილმანს ზეშთაგონდება სიხარულით. ამიტომაც ზეცაშიც ცოლ-ქმრული სიყვარული აწრმოდგება უმშვენიერესი სახით. მე ვნახე მისი აუწერელი სილამაზის ქალწულებრივი გამოსახულება გარშემჯორტყმული ბრწყინვალე სითეთრის ღრუბლით. მე მითხრეს რომ ანგელოზების მთელი სილამაზე ზეცაში დამოკიდებულია მათ მეუღლეობრივ სივყარულზე: გრძნობები და აზრები რომლებიც წარმოიქმნებიან ამ სიყვარულიდან გამოისახება ალმასების ატმოსფეროებით, იაგუნდები ბრწყინვალებით და თანაც სიამოვნების გრძნობით, რომელიც აღწევს ანგელოზების სულის შინაგან საწყისში. ერთი სიტყვით სასუფეველი გამოისახება ცოლ-ქმრული, რადგანაც ანგელოზებისათვის სასუფეველი შედგება სიკეთისა და ჭეშმარიტების გაერთიანებით და ეს გაერთიანება წარმოქმნის ცოლ-ქმრულ სიყვარულს.

382[1]. ზეციური მეუღლეობა განსხვავდება მიწიერისაგან იმით რომ უაკნასკნელის მიზანი არის ბავშვის დაბადება, ზეცაში კი ეს არ არის და ბავშვების დაბადების ნაცვლად არის სიკეთისა და ჭეშმარიტების წარმოშობა. ეს წარმოშობა იმიტომ ცვლის პირველს, რომ მეუღლეობა ზეცაში არის სიკეთის და ჭეშმარიტების მეუღლეობა, როგორც ეს იყო ნათქვამი ზემოთ და რომ ამ მეუღლეობაში ყველაზე მეტად უყვართ სიკეთე და ჭეშმარიტება და მათI გაერთიანება, ამიტომაც ზეცაში მეუღლეობა წარმოქმნის სიკეთეს და ჭეშმარიტებას. ამიტომაც უფლის სიტყვაში დაბადება დ შთამომავლობა აღნიშნავს სულიერ დაბადებას ესე იგი სიკეთისა და ჭეშმარიტებისა; დედა და მამა ნიშნავს ჭეშმარიტებას გაერთიანებულს წარმოშობილ სიკეთესთან; ვაჟიშვილები და ქალიშვილები – ჭეშმარიტების და სიკეთის წარმოშობას; სიძეები და რძლები – ამ ჭეშმარიტებების და სიკეთეების გაერთიანებას და ასე შემდეგ. ცხადია რომ ემუღლება ზეცაში არ ჰგავს მეუღლეობას მიწაზე: ქორწინება ზეცაში სულიერია და არ შეიძ;ლება იწოდებოდეს ქორწინებად, მაგრამ ერთი სულის გაერთიანებად მეორესთან სიკეთის და ჭეშმარიტების მეუღლეობით. მიწაზე კი ქორწინება არსებობს, იმიტომ რომ ის ეხება არამარტო სულ არამედ სხეულსაც. იმდენად რამდენადაც ზეცაში ქორწინებები არ არსებობს, ამიტომ იქ მეუღლეები არ იწოდებიან ქმრად და ცოლად, მაგრამ თითოეული მათგანი ანგელოზების აზრის თანახმად ორი სულის ერთში გაერთიანების შესახებ იწოდება სიტყვად, რომელიც ნიშნავს ურთიერთკუთვნილებას. აქედან შეიძლება გავიგოთ როგორ უნდა გვესმოდეს უფლის სიტყვა ქორწინების შესახებ (ლუკა 20:35-36),

  
/ 603